როგორი უნდა იყოს ჩვენი სოც. მედიის გვერდი?
დღეს, როდესაც თქვენი მომხმარებლების ყურადღება სმარტფონებშია თავმოყრილი, პოსტების გამოქვეყნება და პროდუქციის შეთავაზება აღარ არის საკმარისი. იქ, სადაც კონკურენტების სოციალური გვერდები აქტიურ როტაციაშია, სოციალური მედიის მართვა პროფესიონალურ დონეზე საჭიროება ხდება. სპეციალისტის მიერ მომზადებული თქვენი ბიზნეს გვერდი, გულისხმობს არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზ პოსტებს, არამედ სტრატეგიას, რომელიც გამიზნულად უბიძგებს მომხმარებელს დადებითი ემოციისკენ.
იქამდე სანამ სარეკლამო გზებს მიმართავთ, საჭიროა თქვენმა სპეციალისტმა დაადგინოს თქვენი სამიზნე აუდიტორია და პროდუქტის/სერვისის ძლიერი მხარეები. ამ მონაცემების თავმოყრის შემდეგ კი იგეგმება სოც. მედიაში რეკლამირება.
რა განსხვავებაა Facebook და Instagram რეკლამებს შორის?
META სივრცეში რეკლამირება ნიშნავს ბიუჯეტის თანაბრად გადანაწილებას მის ყველა პლატფორმაზე, რაც მოიცავს Facebook, Instagram და WhatsApp რეკლამას, თუმცა შედეგობრივად სამივე განსხვავებულია ერთმანეთისგან. მაგალითად, მაშინ როდესაც Facebook რეკლამა ფართო და შედარებით ზედა ასაკოვან აუდიტორიაზეა მიმართული, ინსტაგრამ/ტიკ ტოკ მარკეტინგი ფოკუსირებულია ახალგაზრდა აუდიტორიაზე.
თუ თქვენი სოც. ქსელი არ გაძლევთ ჩადებული რესურსის შესაბამის ფინანსურ შემოდინებას, ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესს სპეციალისტის მიდგომა აკლია. ედვერმაისი არის გამოცდილი სოც მედია სააგენტო, რომელიც მზად არის თქვენი სოც. გვერდების წარმატებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.